понедельник, 19 мая 2014 г.




კომენტარი
   ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ ინტეგრირებული გაკვეთილი. საგნები: ისტორია, ხელოვნება, გეოგრაფია. თემა იყო სწორად შერჩეული და საგანთა შორის კავშირი კარგად იყო დამყარებული. გაკვეთილის გეგმაში მიზანი კარგად იყო ფორმულირებული, კონკრეტულად და რეალისტურად, შეესაბამებოდა ესგ-თი განსაზღვრულ შედეგებს. გამოყენებული აქტივობები სრულად უწყობდა ხელს მიზნის მიღწევას. სასწავლო მეთოდები სრულ შესაბამისობაში იყო აქტივობებთან ხოლო ორგანიზების ფორმები - მეთოდებთან. მითითებული იყო ყველა აუცილებელი რესურსი, რომელიც მასწავლებელს უნდა გამოეყენებიბა გაკვეთილის დაგეგმვისას. საგანთა შორის ინტეგრირება ლოგიკური იყო და გათვალისწინებული იყო ესგ - თი განსაზღვრული შედეგები. იყო მიზნის შესაბამისი მეთოდები, რომელსაც თან ახლდა კარგად მისადაგებული შეფასების რუბრიკები. კარგი იქნებოდა გეგმაში გამოკვეთილი ყოფილიყო თითოეული საგნის მიზნები და მისაღწევი შედეგები ცალ - ცალკე.
   საგაკვეთილო პროცესის დროს ჩანდა მასწავლებელთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნის მაღალი დონე და ინფორმაციის მრავალფეროვნება. ისინი ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი მზა მასალა მიეცათ მოსწავლეებისთვის ცოდნის გაღრმავების მიზნით. იჩენდნენ მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობას. იყენებდნენ კოთხვა - პასუხის მეთოდს, ხშირად თვითონვე საუბრობდნენ ამა თუ იმ საკითხზე. გაკვეთილი იყო ლექციური სახის, გამოყენებული იყო სხვადასხვა აქტივობები, მასწავლებლები იყენებდნენ თვალსაჩინოებებს. იყო შექმნილი პოზიტიური საკლასო გარემო, გამოყენებული იყო კავშირი წინარე ცოდნასთან.
   გაკვეთილი მეტად შედეგიანი იქნებოდა გეგმაში მოცემული აქტივობების სრულად გამოყენება, რომ მომხდარიყო. შეფასების რუბრიკის გამოყენება გაზრდიდა მოსწავლეების მოტივაციას, წაახალისებდა მათ და უფრო აქტიურად ჩართავდა საგაკვეთილო პროცესში, ჯგუფებს შორის შეჯიბრის ელემენტები გამოაცოცხლებდა გაკვეთილს, ხოლო წინასწარ შეთანხმებული დისკუსიის წარმართვის წესები დაეხმარებოდა მასწავლებლებს კლასის მართვაში, დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში კი არ გაიმართებოდა, არამედ მოხდებოდა მოსწავლეთა მიერ საკუთარი აზრის უფრო თავისუფლად გამოხატვა, რაც ხელს შეუწყობდა მიზანში მითითებული ლოგიკური აზროვნების და ანალიზის უნარის განვითარებას. უკეთესი იქნებოდა ისტორიის მასწავლებელს მოეხდინა დავალების დიფერენცირება , რაც ხელს შეუწყობდა მოსწავლეთა კვლევა - ძიების და ანალიზის უნარის განვითარებას, დავალების კარგად შესრულებას.

   დასაფასებელია ის, რომ მასწავლებლებს გაუჩნდათ სურვილი ასეთი გაკვეთილის ჩატარების, რაც იმედს გვაძლევს, რომ მათი თანამშრომლობა და ზრუნვა საგაკვეთილო პროცესში მრავალფეროვნების შეტანაზე დიდ შედეგს გამოიღებს არა მარტო აკადემიური მოსწრების მხრივ, არამედ მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზეც.



პროფესიული განვითარების ჯგუფების ფუნქციები და მოვალეობები
ჯგუფების ფუნქციები და მოვალეობები
სავარაუდო აქტივობები
კოლეგებს შორის ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

·         სკოლის კულტურის ტიპების, მათი დადებითი და უარყოფითი შედეგების გაცნობა კოლეგებისათვის.
·         სკოლის კულტურის დიაგნოსტირება (ტრენინგებზე მიღებული საკითხავი მასალის მიხედვით).
·         თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრების გზებისა და საშუალებების გაცნობა კოლეგებისათვის (თანამშრომლობის ფორმების შესახებ სატრენინგო მასალა).
·         ერთობლივი პროექტები.

განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება კოლეგებისათვის.

·         განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ზოგადი განათლების კანონში არსებულ ცვლილებებზე ინფორმაციის მოძიება და ანალიზი (მაგალითად, ცვლილებები პროფესიული განვითარების სქემაში, პროფესიული სტანდარტის ახალი ვერსია და სხვ.).
·         ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.

საკუთარი და კოლეგების საჭიროებების დადგენა და ანალიზი. ანალიზზე დაყრდნობით როგორც საკუთარ, ასევე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

·         ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე.
·         თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების კითხვარების შევსება და მათი შედარებითი ანალიზი.
·         პროფესიული საჭიროებების დადგენა (კითხვარის გამოყენებით) და პროფესიული თვითგანვითარების დაგეგმვა.

სასწავლო პროცესზე დაკვირვება და კოლეგების კონსულტირება.

·         ურთიერთდასწრება გაკვეთილებზე და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
·         რეკომენდაციების შემუშავება.
ურთიერთდახმარება სასწავლო პროცესის ანალიზსა და გამოვლენილი პრობლემების გადაჭრაში.

·         საგნების მიხედვით მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზის ინიცირება / არსებული ანალიზის გამოყენება პრობლემების იდენტიფიცირებისათვის.
·         პრობლემების გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება.
·         კვლევები.

საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხელშეწყობა.

·         ინფორმაციის მოძიება არსებული ტრენიონგპროგრამების შესახებ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა პროვაიდერი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები) და ამ ინფორმაციის გაცნობა კოლეგებისათვის.
·         საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
·         ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის.

პროფესიული განვითარების ჯგუფების მუშაობის პერიოდული ანგარიშები კოლეგების წინაშე.

·         ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
·         უკუკავშირის მიღება და მისი ანალიზი.
შეხვედრების მოწყობა მშობლებთან  და სხვა დაინტერესებულ პირებთან - მათი ჩართვა სკოლის განვითარების პროცესში.

·         შეხვედრები სამეურვეო საბჭოსთან, მშობელთა ჯგუფებთან (მაგალითად, პრობლემური კლასების. შესაძლებელია კვლევაში მათი ფოკუს-ჯგუფებად გამოყენება).
·         სკოლის / ჯგუფის ბიულეტენის მომზადება.








 1.     საკვლევი საკითხი

ქცევის კორექცია და კონფლიქტების პრევენცია გარდატეხის ასაკში

2.     კვლევის მიზანი
          ბავშვობიდან მოწიფულობისკენ გარდამავალ ხანას სპეციალისტები პუბერტატულს უწოდებენ, ჩვენ კი უბრალოდ გარდატეხის ასაკს ვეძახით. ამ პერიოდში ორგანიზმში არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რის გამოც საგრძნობლად იცვლება მოზარდის ქცევა, მისი ყოველდღიური რეჟიმი, სურვილები და მისწრაფებები, ის მოუსვენარი, ჯიუტი და მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. იმაზე, თუ რამდენად უმტკივნეულოდ გაივლის მოზარდი ამ რთულ პერიოდს, ზოგადად დამოკიდებულია მისი ცხოვრების შემდგომი პერიოდი.
          ჩვენ დავგეგმეთ ეს კვლევა, რათა გამოვიკვლიოთ მათი შინაგანი სამყარო, ინტერესები, ფასეულობები, განცდები, ურთიერთობები (ერთმანეთთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან), რომ დავეხმაროთ მოზარდებს არსებული სირთულეების უმტკივნეულოდ გადალახვაში, თავიდან ავირიდოთ ამ ასაკისათვის დამახასიათებელი კონფლიქტური სიტუაციები და შეძლებისდაგვარად  მოვახდინოთ მოზარდების .ქცევის კორექცია

3.      სამიზნე ჯგუფი    IX კლასის მოსწავლეები
4.   კვლევის მეთოდები
·         საუბარი მშობლებთან არსებული პრობლემების შესახებ (მშობელთა კრება, ფოკუს-ჯგუფები);
·         პედაგოგების გამოკითხვა;
·         საუბარი მოსწავლეებთან (ფოკუს-ჯგუფები);
·         კითხვარი (ღირებულებებისა და ინტერესების დასადგენად);
·         კონსულტაციები ფსიქოლოგთან.
5.   კვლევის ეტაპები
·         მოსამზადებელი (კვლევის დაგეგმვა, კონსულტაციები ფსიქოლოგთან და კოლეგებთან, კითხვარების შედგენა);
·         კვლევა ( საუბრები, გამოკითხვები, კითხვარების შევსება, საგაკვეთილო პროცესის და სააღმზრდელო ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვა და სხ.);
·         კვლევის შედეგების ანალიზი და ინტერვენციების და რეკომენდაციების შემუშავება.
6.   ინტერვენციები და რეკომენდაციები
·         მოსწავლეებთან მუშაობის დაგეგმვა მათი ინტერესების გათვალისწინებით;
·         მშობლების ჩართულობა სასკოლო ღონისძიებებში;
·         სადამრიგებლო საათის მოსწავლეებთან ერთად დაგეგმვა და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება;
·         პროექტ-გაკვეთილების (საინტერესო გაკვეთილების) ჩატარება;
·         თანამშრომლობითი მიდგომა (მასწავლებელთა შორის, მოსწავლე/ მასწავლებელს შორის).




пятница, 14 февраля 2014 г.

შვიდკაცას პროგრამა

შვიდკაცა


კათედრები


მშობლები


მოსწავლეები

ქალაქ დუშეთის # 2 საჯარო სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ჯგუფის "შვიდკაცას" სახელობითი სია

1.     ხელოვნების კათედრა
       იამზე გაზაშვილი- დირექტორის მოადგილე 
2.    საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრა
       ნუნუ ბადაგაძე- ქიმიის მასწავლებელი 
3.    ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა                                    ლელა ქავთარაძე- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
4.    უცხოენების კათედრა                                                                       ნინო ჩიკვაიძე- რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
5.    საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა                                    ლევან ველთაური- ისტორიის მასწავლებელი
6.    დაწყებითის კათედრა                                                                          ელზა შუშიაშვილი- დაწყებითის მასწავლებელი

7.    ლია ჯაბანაშვილი-დაწყებითის მასწავლებელი